შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ბუჩუკური![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) მეტალურგიის ფაკულტეტი ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით 1979 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1981 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1981-1987წწ. მეტალურგიის ფაკულტეტი, ლაბორანტი; 1987-2002წწ. შავი ლითონების მეტალურგიის კათედრა, ასისტენტი; 2002-2006წწ. მეტალურგიის ფაკულტეტი, დოცენტი; 2006-2013წწ. მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2013-2017წწ. მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი, პროფესორი; 2017 წლიდან მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 2 დამხმარე სახემძღვანელო, 47 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10-ზე გაცემულია საავტორო მოწმობა. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (2001), აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006), ინჟინერ-მეტალურგი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |