The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ლაშქაროვი

ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ბიბილური
დაბადების თარიღი:1780
გარდაცვ. თარიღი:1864  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვოლკოვოს სასაფლაოს საგვარეულო აკლდამა, პეტერბურგი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი.

რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (XIX ს. 50-იანი წლები). ცნობილი დიპლომატის, გენერალ სერგეი ლაშქაროვის ვაჟი, გრიგორი (გრიგოლ) სერგოსძე და პავლე სერგოსძე ლაშქაროვების ძმა. მსახურობდა იზიუმის და გროდნოს ჰუსართა პოლკებში, რუსეთის სხვადასხვა სამხედრო ოლქში. მონაწილეობდა რუსეთის სამამულო ომში (1812). დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geru.hayazg.info

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის ორდენი

გააზიარე: