The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ლაშქაროვი

გრიგოლ ლაშქაროვი
ოფიციალური სახელი:გრიგოლ ბიბილური
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1788
გარდაცვ. თარიღი:1 ივლისი, 1849  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვოლკოვოს სასაფლაოს საგვარეულო აკლდამა, პეტერბურგი
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი.

1807 წელს მსახურობდა საგარეო საქმეთა კოლეგიაში. 1810 წელს იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსი. 1812 წელს მონაწილეობდა რუსეთის სამამულო ომში; 1813–1814წწ. საზღვარგარეთის ლაშქრობაში. 1821 წლიდან გავიდა თადარიგში. 1826–1832წწ. იყო მოგილიოვის, 1832–1833წწ. გროდნოს ვიცე-გუბერნატორი, 1833–1834წწ. კიევის გუბერნატორი. 1834 წლიდან კვლავ არმიაშია. მსახურობდა I არმიის გენერალ-ინტენდანტად, 1835 წლიდან პოდოლსკის გუბერნატორად; 1839 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. დაინიშნა ვოლინის გუბერნატორად და ქ. ჟიტომირის სამხედრო კომენდანტად (1849 წლამდე). 1832 წლიდან იყო ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, 1849 წლიდან – სენატორი. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1844), სახელმწიფო მოღვაწე, ცნობილი დიპლომატის, გენერალ სერგეი ლაშქაროვის ვაჟი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.  

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.309

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1814 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1813 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: