შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ლაშქაროვი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა გვარდიის პოდპრაპორშჩიკებისა და კავალერიის იუნკერთა სკოლა 1844 წელს. ყირიმისა (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომებში მეთაურობდა კავალერიის რაზმს და მონაწილეობდა პლევნის ციხესიმაგრის აღებაში. შემდეგ იყო მე-19 საკავალერიო დივიზიისა და დუნაის არმიის (1882 წლიდან) კავალერიის უფროსი, რუსეთ-რუმინეთის ჯარების შტაბის უფროსი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1868). გენერალ პავლე ლაშქაროვის ვაჟი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.309
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |