შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ლაშხი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1982 წელს. 1983–1990წწ. იყო ნ. კახიანის სახელობის ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს კარდიოლოგი; 1991–1996წწ. მუშაობდა სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ახლანდელი აკადემიკოს ფ. თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრი) კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილებაში. 1991, 1995, 1997, 2010 წლებში კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სპეციალიზაციის განხრით გაიარა სტაჟირება ქ. გრაცის (ავსტრია) საუნივერსიტეტო კლინიკაში. 1997 წლიდან ხელმძღვანელობს კლინიკის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილებას. მისი სამეცნიერო ნაშრომები და გამოგონებები ეძღვნება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის აქტუალურ საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. რადიოლოგი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; თოდუას კლინიკა: toduaclinic.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.310 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |