Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ ლაჭყეპიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს. 1947–1949წწ. მუშაობდა შრომის, ჰიგიენისა და პროფ. დაავადებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ნევროლოგად; 1949–1958წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე; 1958-1967წწ. წელს კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლად; 1967–1979წწ. მოღვაწეობდა პედიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1986–1998წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე; ჯანმრთელობის სამინისტროს ბავშვთა მთავარი ნევროპათოლოგი (1970), კარდიოლოგიის ინსტიტუტის კონსულტანტი და სამეცნიერო საბჭოს წევრი (1971); მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა კარდიოცერებრალური პათოლოგიის საკითხების კვლევა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ასოციაციას (1999). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1970), ნევროლოგი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.311 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |