Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რობერტ ლახი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ვენა. დაამთავრა ვენის მუსიკის მოყვარულთა კონსერვატორია 1899 წელს. 1902 წელს პრაღის კარლ-ფერდინანდის უნივერსიტეტში მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება; 1902–1939წწ. იყო ვენის უნივერსიტეტისა და 1924–1945წწ. მუსიკალური აკადემიის პროფესორი; 1912–1920წწ. ვენის ეროვნული ბიბლიოთეკის მუსიკალური განყოფილების ხელმძღვანელი; მიჩნეულია შედარებითი მუსიკალურ-მცოდნეობის საუკეთესო სპეციალისტად; მან I მსოფლიო ომის დროს ქართველი სამხედრო ტყვეებისგან ჩაიწერა 307 ქართული ხალხური სიმღერა ვარიანტებით (ზოგიერთი სიმღერა ქალაქურ ფოლკლორს განეკუთვნება); სიმღერები შესულია მისი შრომების III ტომის ("Gesänge russischer Kriegsgefangener" I–III, 1926–1952) I (1928) და II (1931) ნაწილებში; მან ასე შეაფასა ქართული სიმღერები: "უნიკალური, არაჩვეულებრივი და ყველასგან განსხვავებული". მან ქართული სიმღერები დაყო 2 ჯგუფად: I – ქართლური, კახური, ფშაური, რაჭული, გურული და იმერული; II – მეგრული, აფხაზური, სვანური და ოსური. მისი აზრით ფშაველთა და თუშთა სიმღერებში ვლინდება მუსიკალური განვითარების ყველაზე ძველი საფეხური, ხოლო გურული სიმღერები მიაჩნია სიმღერების მწვერვალად. მისი ჩანაწერებიდან ზოგიერთი ნიმუში შეტანილია ა. მშველიძის მიერ გამოცემულ სანოტო კრებულში ("ქართული ხალხური ქალაქური სიმღერები"; 1970), კერძოდ: სიმღერა "სამშობლო" (არსებობს მისი საგუნდო ვარიანტი "ქალი-ლამაზი" განსხვავებული ტექსტით), "ტურფავ, ტურფავ", "მერცხალო", "ქალსა კაბა შეუკერეს", "ტურფავ, მოდი", "ნუ, ნუ სტირი, გენაცვა". ავსტრიელი მუსიკოლოგი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველოს სამეფო: georoyal.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.313
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |