The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამილა დოლიძე

თამილა დოლიძე
Date of birth:6 April, 1963  (62 years)
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მახინჯაური, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა მინსკის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, მაგისტრი 1986 წელს. 

1990-2013წწ. - აჭარის ტელერადიო დეპარტამენტი, რადიოსა და ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურები – დიქტორი, ტელერეპორტიორი, წამყვან-კორესპონდენტი, რედაქტორი, პროდიუსერი; პარალელურად, "ტელეარხი-25"-ის საავტორო გადაცემის "პერსონა" - რედაქტორი; 2019 - სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო" - ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე, რადიოს მიმართულებით; 2019-2022წწ. – "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" მრჩეველთა საბჭოს წევრი2022-2023წწ. - "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თვმჯდომარის მოადგილე; 2023 წლიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი; არის დონორის მიერ დაფინანსებული გადაცემების: სატელევიზიო და რადიოპროექტი "აირჩიე ქალაქის მერი" (IFES ) –  კოორდინატორი, რადიოგადაცემათა ციკლი "მართლმსაჯულება" – ავტორი და წამყვანი (იუსტიციის უმაღლესი საბჭო), ტელეგადაცემა "საუბრები გენდერზე" (საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი) – კოორდინატორი, რედაქტორი, პროდიუსერი, რადიოგადაცემათა ციკლი "ქალი და არჩევნები (IFES, USAID მხარდაჭერით); 400-მდე ტრენინგის მონაწილე, მათ შორის: კონფლიქტოლოგია (ტრენერი), მცირე ბიზნესი (ტრენერი), NGO (ტრენერი), გენდერული თანასწორობა (ტრენერი, ექსპერტი), გენდერული ბიუჯეტირება, ომბუდსმენი, ადამიანის უფლებები, ტრეფიკინგი, ტოლერანტობა, სამოქალაქო განათლება, მედიაცია, ლობირება, კომუნიკაცია და საჯარო გამოსვლა (ტრენერი), კონფლიქტები და ჟურნალისტიკა, სატელევიზიო დებატები და ა.შ.

წყარო: თამილა დოლიძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

Member of Organizations

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, წევრი (2018-)
  • ბათუმის გენდერის მედიაცენტრი, დირექტორი (2014-)
  • ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოები, წევრი (2017-)
  • ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის, აჭარის რეგიონული კოორდინატორი (2013-)

Share: