შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დალი გოგეშვილი-იოდიშიენე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნიგოეთი, ლანჩხუთის რაიონი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1967 წელს, მე-4 კურსის სტუდენტი საცხოვრებლად ლიტვაში გადავიდა (იქორწინა მხატვარ-რესტავრატორ იონას იოდიშიენზე); მთელი თავისი სიცოცხლე, შემოქმედებითი მოღვაწეობა ლიტვა-საქართველოს კულტურული ურთიერთობების განვითარებას მოახმარა; თერთმეტ თვეში შეისწავლა ლიტვური ენა და მაღალ პროფესიულ დონეზე მიჰყავდა რადიოგადაცემემბი ლიტვურად; მან ხელი მოჰკიდა მთარგმნელობით მუშაობასაც; ქართულიდან თარგმნა გურამ ფანჯიკიძის რომანი "მეშვიდე ცა", ამას მოჰყვა ცნობილი ქართველი მწერლების ნაწარმოებები (სულ 39 ავტორი): სერგო კლდიაშვილის "კაიშაურის სონატა", ნოდარ დუმბაძის "უმადური", ოტია იოსელიანის "ცირა და თბილი რძე", სოლომონ დემურხანაშვილის "სევდის ბაღი", ნანული ბოცვაძის "სასიძო" და სხვა; მისი თარგმანებით გაეცვნენ ლიტველი პატარები ქართულ ხალხურ ზღაპრებს; თავისი დაუღალავი შრომით რადიოში თუ ჟურნალ-გაზეთებში დ. გოგეშვილმა მალე გაითქვა სახელი და საქართველოს პოპულარიზაციისათვის დაიმსახურა ლიტვის რადიოპროგრამების პრიზი "საბჭოთა საქართველოში სამოგზაუროდ"; 1971-1972 წლებში ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში მცხოვრებ დ. გოგეშვილის სახლში ჩაეყარა საფუძველი ლიტვა-საქართველოს კულტურულ ცენტრს; ლიტვური პოეზიის გაზაფხულში მონაწილეობა მიიღეს მისი ინიციატივით მიწვეულმა ქართველმა მწერლებმა; მისი ინიციატივით ლიტვის ხშირი სტუმრები იყვნენ: ლიანა ისაკაძე, ნოდარ ანდღულაძე, ზურაბ სოტკილავა, თვითმოქმედი კოლექტივები; ლიტველების დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია თუმანიშვილის თეატრის სტუმრობამაც; დიდი წარმატებით ჩაუვლია ქართული თეტრის სპექტაკლებს გოგი ქავთარიძისა და გიზო ზარნაძის რეჟისორობით; თბილისის 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ შესძრა ლიტველ ქართველთა გულებიც, რის შედეგადაც ვილნიუსში მცხოვრებმა 38-მა ქართველმა შექმნა სათვისტომო - "ივერია", მას სათავეში ჩაუდგა და მისი პრეზიდენტი გახდა დ. გოგეშვილი. წყარო: ჯანრი გოგეშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები; janri-gogeshvili-jg.blogspot.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |