შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან გურიელი![]()
ბიოგრაფიაგურიის მთავარი 1712–1713 წლებში, მამია III გურიელის ძე. იმერეთის მეფისა და ახალციხის ფაშის დახმარებით სამთავრო ტახტი წაართვა ძმას, გიორგი IV გურიელს, რასაც შინაომი მოჰყვა. ნაკაშიძეები, მაჭუტაძეები და თავდგირიძეები ლევან გურულს ეხმარებოდნენ, რაჭის ერისთავი კი – გიორგი IV გურიელს. 1713 გიორგი IV გურიელმა დაიბრუნა სამთავრო ტახტი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.319
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |