The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ინგა ჯანელიძე

ინგა ჯანელიძე
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1992 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2009 წელს. 

1987-1994წწ. ქ. თბილისის ჩარხმშენებელი საწარმოო გაერთიანება, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი,  სპეციალისტი; 1991-1994წწ. ქ. თბილისის ს/ს "ორიონი" ტექნიკური კონტროლის განყოფილება, კონტროლიორი; 1993-1994წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა "მეცნიერება", გამომცემლობა "მეცნიერება", სარედაქციო ექსპერტთა კოლეგიის წევრი; 1994-2000წწ. ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი, ლითონური მასალების წნევით დამუშავების ლაბორატორია, ინჟინერი; 2012-2013წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა", შიდა აუდიტის სამსახური, ექსპერტი; 2013-2019წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა", პროექტებისა და პროცესების მართვის დეპარტამენტი, პროექტების და პროცესების მართვის პროექტების მენეჯერი; 2019 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში; 2019-2021წწ. კომერციალიზაციის დეპარტამენტი, პროექტებისა და პროცესების მართვის ჯგუფის უფროსი; 2021 წლიდან სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი, უფროსი ანალიტიკოსი; 2021 წლიდან ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ასისტენტ პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქიმიის აკადემიური დოქტორი (2009), პროფესორი (2021).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: