Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პაატა ლეიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1977 წელს. 1977–1979წწ. მუშაობდა თბილისის სახეხი ჩარხების ქარხანასა და თბილისის ჩარხმშენებელ საწარმოო გაერთიანებაში ინჟინერ-ტექნოლოგად; 1982–1991წწ. საკავშირო შრომის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1991–2000წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინტსტიტუტში უფროს, შემდეგ კი მთავარ მეცნიერ თანამშრომლად; 1999–2017წწ. პერიოდულად კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2002–2005წწ. იყო საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის განყოფილების გამგე, ამავე ოფისის ხელმძღვანელი; 2005–2007წწ. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; 2015 წლიდან სოციალური და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორია. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური კვლევების მეთოდოლოგია, მაკროეკონომიკის თეორია, ეკონომიკური ფასეულობა, ეკონომიკის რეფორმები და პოლიტიკა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2002). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.323 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |