შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სალომე ხიზანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1984 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის მაგისტრატურა - 1988 წელს; თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხოურ ენათა სახელმწიფო ინსტიტუტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი - 1994 წელს. 1984-1992წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი; 1993-2003წწ. - ფილოსოფიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1998-2003წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აკადემია, ასოცირებული პროფესორი; 2003-2014წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2006-2008წწ. - სამედიცინო ინსტიტუტი "ცოდნა", მოწვეული პროფესორი; 2007-2015წწ. - ი. შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია, მოწვეული პროფესორი; 2007-2015წწ. - სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი, მოწვეული პროფესორი; 2014 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2014-2017წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტი, სწავლული მდივანი; 2019 წლიდან - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2019-2020წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საუნივერსიტეტო-სადისერტაციო საბჭო, სწავლული მდივანი; 2023 წლიდან - დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია, თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, მოწვეული პროფესორი. სამეცნიერო ინტერესები: სამართლის ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ლიტერატრული თარგმანი, ფილოსოფია. ჩართულია შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტებში, პროექტებში, კოლეგებთან ერთად აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს, მონოგრაფიებს, მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში, როგორც შიდასაუნივერსიტეტო, ასევე სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |