The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია ლეკვეიშვილი

მზია ლეკვეიშვილი
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:1 დეკემბერი, 2015  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1950 წელს.

1955–1958წწ. იყო გაზეთ "კომუნისტის" განყოფილების გამგე; 1958–1960წწ. ჟურნალ "საბჭოთა სამართლის" რედაქტორის მოადგილე; 1960–1964წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1967–1975წწ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი; 1964 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1972–1975წწ. იყო იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; 1991–2005წწ. სისხლის სამართლის კათედრის გამგის მოადგილე; 2005–2006წწ. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი; 2010–2015წწ. კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2005–2010წწ. ვახტანგ გორგასლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი შრომები ეძღვნება სისხლის სამართლის კერძო ნაწილის, აგრეთვე ქართული სამართლის ისტორიის საკითხებს, ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. სისხლის სამართლის სპეციალისტი, პროფესორი (1993–2011), პროფესორ-ემერიტუსი (2012 წლიდან).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.325

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: