The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მაისურაძე

ირაკლი მაისურაძე
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1988  (36 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხით 2009 წელს; საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერიის მაგისტრის აკადემიური ხარისხით 2011 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერიის აკადემიური დოქტორის ხარისხით 2014 წელს.

2009-2014წწ. შ.პ.ს. რუსმეტალი, ქარხანა, ტექნოლოგი; 2015-2016წწ. სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიის და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი, ლითონმცოდნეობისა და ლითონების კოროზიისაგან დაცვის ლაბორატორია, ინჟინერი; 2016-2019წწ. სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიის და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი, პირომეტალურგიის ლაბორატორია, მეცნიერ თანამშრომელი; 2019 წელს შ.პ.ს. რუსთვის ფოლადი, ცენტრალური ლაბორატორიის უფროსის მოადგილე; 2019-2020წწ. სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიის და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი  თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის ლაბორატორია, მეცნიერ თანამშრომელი; 2020 წლიდან სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიის და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი მანგანუმშემცველი და სხვა მინერალური ნედლეულის გადამუშავების ლაბორატორია, ლაბორატორიის უფროსი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ასისტენტ პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ინჟინერიის აკადემიური დოქტორი (2014), პროფესორი (2021). ინჟინერ-მეტალურგი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge


გააზიარე: