შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სალომე ფიფია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონფლიქტოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხით 2011 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა - 2022 წელს. 2010-2016წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, უფროსი სპეციალისტი; 2012-2016წწ. - ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, მოწვეული მასწავლებელი; 2015-2016წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; 2016-2021წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი; 2016-2021წწ. - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მოწვეული უფროსი მასწავლებელი; 2021 წლიდან - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, განათლების პროექტების განყოფილება, პროექტის ეროვნული ექსპერტი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასისტენტი; 2022 წელს - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, პროექტი "მმართველობის რეფორმის ფონდი", ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი; 2022 წლიდან - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, პროექტის მენეჯერი. სამეცნიერო ინტერესები: ევროკავშირი, საერთაშორისო კონფლიქტები, მშვიდობის მშენებლობა, მედიაცია. საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |