The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ლეკიშვილი

ნოდარ ლეკიშვილი
დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1946  (78 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1971 წელს.

1989 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის თანამშრომელი, პროფესორი; 2006–2012წწ. იყო ზოგადი, არაორგანული და მეტალორგანული ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელი და კათედრის გამგე; 2009–2012წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანულ-არაორგანული ჰიბრიდული ნაერთების და არატრადიციული მასალების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი; 2012 წელს მიენიჭა ემერიტუს პროფესორის წოდება; მისი სამეცნიერო კვლევები ძირითადად ეხება ბიოლოგიურად აქტიურ კოორდინაციულ ნაერთებს ელემენტორგანული ლიგანდებით, არატრადიციული სტრუქტურებისა და თვისებების მქონე ოლიგომერებსა და პოლიმერებს; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები, მ. შ. სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები, მიღებული აქვს რამდენიმე გამოგონების საავტორო მოწმობა და პატენტი. არის რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი და ექსპერტი, საერთაშორისო ჟურნალის Journal of Nanomaterials-ის სპეციალური ტომის "Synthesis, Properties and Applications of Polymeric Nanocomposites" მიწვეული რედაქტორი (2011–2012); იყო საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის, აგრეთვე ავანგარდული მასალების მსოფლიო ფორუმის ("POLYCHAR", აშშ) სამეცნიერო კომიტეტის წევრი; სხვადასხვა დროს არჩეული იყო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებების (ამერიკის ქიმ. საზ.) წევრად; ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1995).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.326

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2018-)
  • საქართველოს ქიმიური საზოგადოება, პრეზიდენტი (2017-)
  • საქართველოს ქიმიური საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი
  • 2012 - ღირსების ორდენი
  • 2002 - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პრემია
  • 1995 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: