| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გედეონ ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ცნობილი ქართველი ექიმის გრამიტონ ასათიანის ოჯახში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ გედეონ ასათიანი გივი გაბლიანთან (ეგნატე გაბლიანის შვილი) და დათა ჩხატარაშვილთან ერთად ჯარში წავიდა, სამხედრო შტაბი რუსეთ-ლიტვის საზღვარზე იყო განლაგებული. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე ისინი გერმანელთა ტყვეობაში აღმოჩნდნენ. გედეონ ასათიანი კარგა ხანს ომში დაკარგულად ითვლებოდა, მხოლოდ 1957 წელს შეიტყო გრამიტონ ასათიანმა, რომ მისი შვილი, პროფესორი გედეონ ასათიანი ცხოვრობდა და მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხელმძღვანელობდა ოჰაიოს შტატის ქ. კლივლენდში ქირურგიის ცენტრს. 1966 წელს, ხანგრძლივი წერილობითი ურთიერთობის შემდეგ, გრამიტონ ასათიანმა მიიღო ნებართვა და აშშ-ში შვილის სანახავად წავიდა, ამ შეხვედრას ადგილობრივმა გაზეთმა - "Xenia Daily Gazette", 1966 წლის 25 ოქტომბერს სტატია მიუძღვნა. გრამიტონ ასათიანის შვილი, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: თავს ნებას ვაძლევ / რუსუდან ძიძიგური // ლიტერატურული საქართველო.-თბილისი,1998.-1-8 მაისი.-N18.-გვ.10 ; ancientfaces.com ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

