| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან გალაშვილი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. მირიან გალაშვილის დედა საქართველოს დამსახურებული პედაგოგი და ლენინის ორდენის კავალერი იყო, მამა კი 1937 წელს რეპრესიებს ემსხვერპლა. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, 1941 წელს, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი მირიან გალაშვილი ფრონტზე გაიწვის, მალე ქერჩთან ტყვედ ჩავარდა. ომის დამთავრების შემდეგ გერმანიაში იმყოფებოდა. 1964 წლიდან იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნევადის შტატში, ქალაქ რინოში ცხოვრობდა, შემდეგ კალიფორნიის ქალაქ სანტა-როზაში გადავიდა საცხოვრებლად, დიდი მიწის ნაკვეთი შეიძინა და ორი სასახლე ააშენა, სადაც 1981 წლის 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 50-მდე ემიგრანტმა ქართველმა აღნიშნა. მირიან გალაშვილი ძირითადად ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა. მისი წიგნი "დაუსრულებელი ომი" ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. ნოშრევან გალაშვილის ძმა. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: ასეთ სამშობლოს შუბლში ტყვია სჯობსო, - და ამერიკელმა ქართველმა თბილისში მოიკლა თავი / ნინო ხაჩიძე // დრო.-თბილისი, 1997.- ივლისი.-N 24.-გვ.2,6 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

