შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია ლურსმანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის ნ. ი. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1981 წელს; ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამკერვალო ნაწარმის ტექნოლოგიისა და მოდელირება-კონსტრუირების კათედრის ასპირანტურა. 1991-1996წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამკერვალო ნაწარმის ტექნოლოგიისა და მოდელირება-კონსტრუირების კათედრა, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი; 1998-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მსუბუქი მრეწველობის ნაწარმთა ტექნოლოგიისა და კონსტრუირების კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 2006-2009წწ. მანქანათმშენებლობის დეპარტამენტი. მსუბუქი მრეწველობის ნაკეთობათა ტექნოლოგიის მიმართულება, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2007-2022წწ. აპოლონ ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დიზაინის ფაკულტეტი, მოდის დიზაინის მიმართულება, მოწვეული პედაგოგი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მსუბუქი მრეწველობის ნაკეთობათა ტექნოლოგიის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი. არის 85 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის და 3 სახელმძღვანელოს ავტორი, 3 სადოქტორო და 8 სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი, საბაკალავრო პროგრამის - "მოდის დიზაინის ტექნოლოგიები" და პროფესიული მოდულური პროგრამის - "სამკერვალო წარმოება" ხელმძღვანელი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2009). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა სამოსში დაკარგული ქართული ელემენტებისა და გამოყენებული მასალების კვლევა". წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |