| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოშრევან გალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. ნოშრევან გალაშვილის დედა საქართველოს დამსახურებული პედაგოგი და ლენინის ორდენის კავალერი იყო, მამა კი 1937 წელს რეპრესიებს ემსვერპლა. ნოშრევან გალაშვილის ძმა, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი მირიან გალაშვილი დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, 1941 წელს, ფრონტზე გაიწვის, მალე ქერჩთან ტყვედ ჩავარდა. ომის დამთავრების შემდეგ გერმანიაში იმყოფებოდა. 1964 წლიდან იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ნოშრევან გალაშვილი ძმის სანახავად პირველად 1969 წელს წავიდა, 1977 წელს იგი კვლავ ესტუმრა ძმას, იგი ძმასთნ დარჩა და საბოლოო ჯამში 15 წელი გაატარა უცხოეთში, 3 წელიწადი ცხოვრობდა ქალაქ რინოში, შემდეგ ქალაქ სანტა-როზაში გადავიდა. სანტა როზაში ნოშრევან გალაშვილი პენსიონერთა პანსიონში ცხოვრობდა, დანიშნული ჰქონდა პენსია. საქართველოში დაბრუნდა 1992 წელს. 1997 წლის 17 ივნისს ნოშრევან გალაშვილმა, საქართველოში საკუთარ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: ასეთ სამშობლოს შუბლში ტყვია სჯობსო, - და ამერიკელმა ქართველმა თბილისში მოიკლა თავი / ნინო ხაჩიძე. საქართველოში დაბრუნებული ამერიკელი ემიგრანტის, ნოშრევან გალაშვილის ტრაგედიის შესახებ // დრო.-თბილისი,1997.- ივლისი.-N24.-გვ.2, 6; matsne.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

