შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლ ფერდინანდ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჰამბურგი. იკვლევდა ურარტულ წერილობით წყაროებს, ამ მიზნით 1898-1899წწ. გაემგზავრა ექსპედიციით სომხეთში, შემდეგ სტუმრობდა თბილისს, სადაც ა. ლაისტის მეშვეობით გაიცნო ი. ჭავჭავაძე, რომელსაც თავდაპირველად თბილისში, შემდეგ კი საგურამოში ეწვია. კავკასიის მუზეუმში შეხვდა გუსტავ რადეს და საშუალება მიეცა მუზეუმში დაცულ ურარტულ წერილობით ძეგლებზე ემუშავა. 1901–1936წწ. იყო ანტიკური ისტორიის ჟურნალის "Klio. Beitrage zur alten Geschichte"-ის რედაქტორი. მას გამოთქმული აქვს მოსაზრება ქართების (იბერების) წარმომავლობის შესახებ. იგი თვლიდა, რომ ქართები ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შედეგად საქართველოში გადმოსახლებული კარდუხებისა და მცირე აზიიდან კიმერიელთა მიერ აყრილი მესხების (მუშქები) შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ. თვითონ მუშქები (მოსხები, მესხები) კი მას "ფრიგიის ადგილობრივ მოსახლეობად" მიაჩნდა, სადაც ფრიგიელები წარმოადგენენ "მცირერიცხოვან მმართველ ინდოევროპულ ფენას". 2018 წლიდან მოქმედებს ილიას სახელმწიფო და გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის (გერმანია) უნივერსიტეტების ერთობლივი ლემან-ჰაუპტი კარლ ფერდინანდ ფრიდრიხის სახელობის ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო სკოლა. გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე და ისტორიკოსი, სამართლის დოქტორი (1883), ანტიკური ისტორიის დოქტორი (1886). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |