The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ლემონჯავა

დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1905
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 1979  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1928 წელს (პედაგოგები - გ. გაბაშვილი, ე. ლანსერე).

მონაწილეობდა გამოფენებში, მათ შორის საქართველოს რევოლუციონერ მხატვართა ასოციაციის ("სარმა") გამოფენაში (1930, თბილისი), სადაც წარმოდგენილი იყო მისი ნახატები – "დემონსტრაციის დარბევა" და "არსენ ჯორჯიაშვილი". მოღვაწეობდა გრაფიკის დარგშიც, კერძოდ, შექმნა ს.-ს. ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისას" ილუსტრაციების სერია (1957–1958, აკვარელი). მისი ნამუშევრები ინახება შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. ფერმწერი, გრაფიკოსი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.332

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: