Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პარმენ ლემონჯავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭუბურხინჯი, ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1960 წელს. 1960–1972წწ. მუშაობდა სსრკ მშენბანკის საქართველოს რესპუბლიკის კანტორაში, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკის კომიტეტში; 1972–1975წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის თანამშრომელი; 1975–2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ეკონომიკური თეორიის კათედრის პროფესორი; 2009–2012წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან საინჟინრო ეკონომიკის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერების ფაკულტეტის ემერიტუსია; ჟურნალ "სოციალური ეკონომიკა XXI საუკუნის აქტუალური პრობლემების" რედკოლეგიის წევრი და რედაქტორის მოადგილე; არის 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის: ოთხი სახელმძღვანელო და ხუთი მონოგრაფია. მისი მეცნიერული კვლევის სფეროა ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და ეკონომიკური თეორიის პრობლემები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1996). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; დღესაც ენგურივით მჩქეფარე ჭუბურხინჯელი... / გულთაზ ლაბარტყავა // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2016.-14 დეკემბერი.-N233.-გვ.7; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.333 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |