შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ბულუსაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია; ვარშავის უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი; ლენინგრადის უნივერსიტეტის საფინანსო ფაკულტეტი. დაიბადა მეცენატის ალექსანდრე ბულუსაშვილის ოჯახში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მუშაობა ბათუმში ბანკში, ჯერ თანამშრომლად და შემდეგ დირექტორად; დაბრუნდა თბილისში და წლების განმავლობაში ოყო თბილისში ბანკის მმართველი; სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა თბილისის ცეკავშირში განყოფილების უფროსად. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორების რუსუდან და თინა ბულუსაშვილების მამა. წყარო: მანანა შარაშიძის (შვილიშვილი) მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |