The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ჩაჩავა

ნინო ჩაჩავა
დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგიოლი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1989 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ასპირანტურა 2004 წელს.

1988-1996წწ. ქ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი - "თბილზნიიეპი", ავტომატიზირებული სისტემების განყოფილება, უმცროსი მეცნიერ თანამშრომლი, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომლი; 1995-1997წწ. კერძო კომპანია "ემ-ენ პროექტი", არქიტექტორი; 1997 წლიდან ასოციაცია "ინჟინრულ აზრი", არქიტექტორი; 1999 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში,  კომპიუტერული ცენტრის თანამშრომლი,  და სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტი მეცნიერ-კორესპონდენტი, 2004 წლიდან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; წლების განმავლობაში იყო საქართველოს საინჟინრო გეოლოგიისა და სეისმომედეგობის ეროვნული ცენტრის გენერალური მდივანი, მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო და პროფესიულ პროგრამებში, რომელიც დაკავშირებული იყო ურბანული ტერიტორიის უსაფრთხოებისა და სეისმური რისკის კვლევის საკითხებთან. მისი ძირითადი ინტერესისა და კვლევის სფეროებია: თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება არქიტექტურასა და ქალაქთმშენებლობაში, ურბანული ტერიტორიის სეისმური რისკის კვლევის საკითხები რეკონსტრუქციასა და ისტორიული ცენტრის რევიტალიზაციის პროცესში, თანამედროვე არქიტექტურულ-საინჟინრო პროგრამების სემანტიკა, 3D სკანირებისა და ფოტოგრამეტრიის გამოყენება სარეკონსტრუქციო საქმიანობაში, ურბანული ტერიტორიის მდგრადი განვითარების თავისებურებების კვლევა, ტურიზმი, ონლაინ სწავლება და განათლების ინტერნალიზაციის საკითხები. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი (2004), აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2004).

წყრო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: