Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაზა ქაცარავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი; ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა; 1996 წელს მან მოიგო გერმანული აკადემიური სამსახურის (DAAD) სტიპენდია და გაემგზავრა გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ ესენის უნივერსიტეტში, სადაც ხელმეორედ ჩააბარა სალიცენზიო გამოცდები, წარმატებით გაიარა რეზიდენტურა ნევროლოგიის დარგში, შემდგომ კი მოიპოვა ნეირორეანიმატოლოგიის, ტკივილის თერაპიის და გერიატრიული მედიცინის კლინიკური სერთიფიკატები; ბოსტონის ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მასტერის პროგრამა (Master of science in clinical epidemiology); ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ხარისხის სასწავლო კურსი (Quality Assurance in Medicine) და კიოლნის MIBEG-ის ინსტიტუტის ჯანდაცვის მართვის პროგრამა (Health Management). 2011 წლიდან არის გერმანიის ქალაქ უნას ქრისტიანული საავადმყოფოს ნევროლოგიის, ეპილეპტოლოგიის, გერიატრიის და ადრეული რეაბილიტაციის დეპარტმანეტის დირექტორი (christliches-klinikum.de); ზ. ქაცარავას სამეცნიურო კარიერა დაიწყო თბილისის ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მან გაიარა ასპირანტურა და წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; სამეცნიერო საქმიანობა გერმანიაში განაგრძო, 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და 2011 წელს გახდა ესენის უნივერსიტეტის სრული პროფესორი; არის 230 საერთაშორისო სტატიის თანაავტორი (pubmed.ncbi.nlm.nih.gov), ევროპის თავის ტკივილის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი (European Headache Federation), მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური პარტნიორის, თავის ტკივილის საწინააღმდეგო გლობალური კამპანიის (Global Campaign Against Headache) ყოფილი თავმჯდომარე და საერთაშორისო ჟურნალის (Journal of Headache and Pain) ყოფილი რედაქტორი; გერმანული ჟურნალი Focus პროფესორ ზ. ქაცარავას უკვე 10 წელზე მეტია გერმანიის საუკეთესო ექიმების სიაში მოიხსენიებს (focus-gesundheit.de); მან შეისწავლა საქართველოში პირველადი თავის ტკივილის ეპიდემიოლოგია და თანაგუნდელებთან ერთად დანერგა შაკიკის და თავის ტკივილის სხვა ფორმების თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა; კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისი როლი საქართველოში იშემიური ინსულტის პრობელემების შესწავლაში და, რაც მთავარია, იშემირუი ინსულტის მკურნალობის დანერგვაში. ამჟამად ზ. ქაცარავა "ვიანის" (ყოფილი "ევექსი") ნევროლოგიის სამსახურის და ნევროლოგიის რეზიდენტურის ხელმძღვანელია; 2013 წელს, რამდენიმე კოლეგასთან ერთად დაარსა ევროპაში მოღვაწე ქართველ ექიმთა ასოციაცია (gimpha.org), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სამედიცინო სამსახურის ხარისხის გაუმჯობესებას და ახალგაზრდა ქართველი ექიმების ევროპული განათლების მიღებაში დახმარება; მისი ხელმძღვანელობით და მხარდაჭერით მრავალი ახალგაზრდა ქართველი კოლეგა ექიმის პროფესიას, გერმანიის კლინიკებში ეუფლება. ცნობილი პიანისტის გიგლა ქაცარავას ძმა. ნევროლოგი. წყარო: ზაზა ქაცარავას მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |