The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ლეონტიევი

Date of birth:1876
Date of death:21 July, 1951  (at 75 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი.

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტი და მიიღო სამოქალაქო ინჟინრის წოდება 1904 წელს.

1904–1907წწ. მუშაობდა ქ. ალექსანდროპოლის (ამჟამად ქ. გიუმრი, სომხეთი) ქალაქის არქიტექტორის თანამდებობაზე; 1908–1915წწ. იყო თბილისის საგუბერნიო სამმართველოს სამშენებლო განყოფილების რიგგარეშე ტექნიკოსი; 1915–1919წწ. კავკასიის საუფლისწულო მამულების ინსპექტორის სამმართველოს არქიტექტორი; 1924–1938წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში; 1941–1946წწ. ასრულებდა გრაფიკულ სამუშაოებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტისთვის; ის მაღალი პროფესიული ოსტატობით გამორჩეულ პროექტებში თავდაპირველად მიმართავდა მოდერნს; 20–30-იან წლებში იყენებდა კონსტრუქტივიზმის პრინციპებსა და ხერხებს, ამავე დროს ცდილობდა თანამედროვე არქიტექტურაში ქართული ეროვნული არქიტექტურული ფორმების გამოყენებას, ანუ ე. წ. "ქართული სტილის" შექმნას. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა, რომლებშიც განხილულია არქიტექტურის სხვადასხვა საკითხი. საკონკურსო პროექტები თბილისში: ტუბერკულოზის დისპანსერი (1927); "ზარია ვოსტოკას" რედაქციის შენობა (1927, არქიტ. დ. ჩისლიევთან ერთად), საცხოვრებელი სახლი მელიქიშვილისა და ახლანდელი კოსტავას ქუჩების კუთხეში (1927, ამჟამად აღარ არსებობს). ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები თბილისში გოგებაშვილის ქ. 11 (1911–1913), ერისთავ-ხოშტარიას ქ. 36 (1914), მაყაშვილის ქ. 18 (1915), მაყაშვილის ქ. 22 (1908–1915), ორბინიანი კოტეჯი ზაჰესში (1924), ზემო ავჭალის ჰესის კომპლექსი (1927, ა. კალგინთან და მ. მაჭავარიანთან ერთად), რომლის არქიტექტურამ დიდი გავლენა იქონია იმ დროის ქართულ ხუროთმოძღვრებაზე, ტუბდისპანსერი მელიქიშვილის 10 (1930,  თბილისი), ყოფილი საფერშლო სკოლა (1938, ამჟამად. თბილისის №150-ე საჯარო სკოლა, დგებუაძის N4) და სხვ.
წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.340-341


Share: