შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიჭიკო ლეჟავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1974წწ. მსახურობდა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს სისტემაში; 1974 წლიდან საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში; 1997–2002წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის აპარატის უფროსი; 2003–2004წწ. საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი; 2004 წლიდან თადარიგშია. გენერალ-მაიორი (2001). საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საპატიო თანამშრომელი (1996). დაჯილდოებულია 1 ორდენით და 6 მედლით. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.342 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |