The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბიჭიკო ლეჟავა

ბიჭიკო ლეჟავა
Date of birth:5 October, 1949  (75 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1974წწ. მსახურობდა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს სისტემაში; 1974 წლიდან საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში; 1997–2002წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის აპარატის უფროსი; 2003–2004წწ. საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი; 2004 წლიდან თადარიგშია. გენერალ-მაიორი (2001). საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საპატიო თანამშრომელი (1996). დაჯილდოებულია 1 ორდენით და 6 მედლით.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.342

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Share: