შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ბარამია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2018 წელს; დოქტორანტურა - საერთაშორისო ურთიერთობების კვალიფიკაციით 2023 წელს. 2014-2015წწ. - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველო, აღმწერი; 2015 წელს - ოპერატორი; 2015-2016წწ. - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველო, კორექტორი-ედიტორი; 2016 წელს - ქ. თბილისის მერია, ა(ა) იპ, სამართლებრივი დამხარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი, იურისტის დამხმარე; 2016 წელს - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მენეჯერის დამხმარე; 2016-2017წწ. - სსიპ შემოსავლების სამსახური, დავების დეპარტამენტი, სახელმწიფო სტაჟირება; 2018-2020წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მთავარი სპეციალისტი; 2019-2020წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2020-2021წწ. - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ქსელის მართვის განყოფილების უფროსი; 2021-2023წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი. სამეცნიერო ინტერესები: საგადასახადო სამართალი, საფინანსო სამართალი, ადმინსიტრაციული სამართალი, Tax law, Financial law, Administrative law. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |