შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი წულიკაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დიზაინერის კვალიფიკაციით 1993 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტქტურის ფაკულტეტის ასპირანტურა 1995 წელს. 2000 წლიდან პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 2000-2005წწ. არქიტქტურის ფაკულტეტი, დოცენტი; 2005 წლიდან არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი ასოცირებული პროფესორი; საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან არსებული მეთოდური საბჭოს წევრი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი (1995), არქიტექტურტის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2005). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |