შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხატია ვასაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2009 წელს; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრატურა კვალიფიკაციით საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა - 2011 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა კვალიფიკაციით საერთაშორისო ურთიერთობები - 2023 წელს. 2012-2017წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მოწვეული სპეციალისტი; 2017-2021წწ. - უფროსი მასწავლებელი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასისტენტი. სამეცნიერო ინტერესები: აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების კვლევა, ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეგულაციები, საერთაშორისო ტენდენციები, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და მისი გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებში. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |