The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე სიხარულიძე

ალექსანდრე სიხარულიძე
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:1968  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ამაღლება, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი; თბილისის პროლეტკულტურის დრამატულ სტუდია 1928 წელს.

1933 წელს მუშაობდა მსახიობად თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, 1934 წელს კი სიცოცხლის ბოლომდე იგი მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი იყო; ქართულ სცენაზე განხორციელებული აქვს 120-მდე როლი, აგრეთვე, მნიშვნელოვანი რაოდენობის ეპიზოდური სახეები, რომელთა შორის გამოირჩეოდნენ: მსახური (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!"), სიმონიკა (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), პოლიციელი (მოლიერის "ეჭვით ავადმყოფი"), ვატა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ანდუყაფარი (უ. ჩხეიძის "გიორგი სააკაძე"), მარკიზ დე სანტა კრეცი (ვ. ჰიუგოს "რუი ბლაზი"), ნიკიტა სარკინი (ა. სამსონიას "ბაგრატიონი"), გრომოვი (მ. ჭიაურელის, ლ. ასათიანის "1917 წელი"), ილარიონი, ელჩი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), პასტორი (ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან"), ვან ებდენი (კ. გუცკოვის "ურიელ ა კოსტა"), ბაზილიო (კ. ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), სპირიდონი (ჯ. ქარჩხაძის "დევიძეების ოჯაქხი"), შაქრო (გ. ხუხაშვილის "გზები"), და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "მანანა", "ჭიაკოკონა", "ეთერის სიმღერა", "მაია წყნეთელი", კარდაკარ". თეატრისა და კინოს მსახიობი

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.93; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: