| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტარიელ გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (აკ. ხორავას ჯგუფი) 1968 წელს. 1965 წელიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობია, სადაც 100 - ზე მეტი როლი განასახიერა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რკინიკვნეტია (ქ. ქუჩუკაშვილის "კონკია"), მანუჩა (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), მეფე (შილერის "ორლეანელი ქალწული"), ბატონი ვანდაანი (გუდრიჩის, ჰაკეტის "ანა ფრანკის დღიური"), მგელი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), ყადირი (ი. გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა?!"), მენატურე (ი. სამსონაძის "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე"), ვასკოვი (ვასილიევის "განთიადი კი აქ წყნარი იცის") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.95 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

