The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯუმბერ მალაღურაძე

ჯუმბერ მალაღურაძე
Date of birth:4 April, 1934  (91 years)
Category:Architect, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1958 წელს; ასპირანტურა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი გამოყენებითი სოციოლოგიის სპეციალობით 1979 წელს.

1958-1968წწწ. მუშაობდა არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად, უფროს მეცნიერ მუშაკად; 1969 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად, დოცენტად და პროფესორად; დღემდე აქტიურად ეწევა საპროექტო, სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას; ავტორია 219 ნაშრომის, მათ შორის: 27 აშენებული, 11  განუხორციელებელი პროექტის, 10  სასწავლო-მეთოდური პროგრამების და 6 სახელმძღვანელოსი, 47 სამეცნიერო სტატიისა და 4 მონოგრაფიის, 10  საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტატიის, 106 მხატვრული ნამუშევრის (გრაფიკა, ფერწერა, ძერწვა). არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი (1968), არქიტექტორის დოქტორი (1999), პროფესორი (1969).

საკანდიდატო დისრტაციის თემა - "სავაჭრო ცენტრები მასობრივი მშენებლობისათვის ამიერკავკასიის ქალაქებში", დაიცვა 1968 წელს (საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში); სადოქტორო დისერტაციის თემა - "განსახლება, დასახლებათა დაგეგმარება და კომპლექსური მიწათსარგებლობა მთიან ქვეყნებში", დაიცვა 1990 წელს (მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის ქალაქთმშენებლობის სპეციალიზირებულ სამეცნიერო საბჭოზე).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Bibliography


Share: