The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა სუმბაძე

ნანა სუმბაძე
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1949
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 2021  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1966-1971 წლე­ბში სწავ­ლობ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის თბილისის უცხო ენ­ათა ინ­სტი­ტუტ­ში, 1981 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი.

1982 წლიდან მუშაობდა ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, სოციალური ფსიქოლოგიის კათედრაზე ლაბორანტად, ხოლო 1981 წლიდან როგორც ლექტორი, ასწავლიდა სხვადასხვა კურსებს: სოციალური კოგნიცია, კვლევის მეთოდები, ინტერპერსონალური ურთიერთობები, გარემოს ფსიქოლოგია და გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია; 1993 წლი­დან იყო ლე­იდ­ენ­ის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი; 1999 წელს და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია თე­მა­ზე - "სო­ცი­ალ­ური ქსე­ლი: მოზ­რდი­ლი ქა­ლე­ბის და კა­ცე­ბის მე­გობ­რო­ბა" და ლე­იდ­ენ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი გახ­და; 2005-2011 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2011 წლიდან პროფესორი; ხელმძღვანელობდა სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებას და დიდი წვლილი შეიტანა ამ მიმართულების განვითარებასა და ფსი­ქო­ლო­გე­ბის თა­ობ­ებ­ის აღ­ზრდა­ში; მი­სი კვლე­ვე­ბი ეხებოდა სო­ცი­ალ­ური ფსი­ქო­ლო­გი­ის, სო­ცი­ალ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის სა­კითხებს, ას­ევე, სო­ცი­ალ­ური პრობ­ლე­მე­ბის ფარ­თო სპექ­ტრს და მი­მარ­თუ­ლი იყო სო­ცი­ალ­ური ჯგუ­ფე­ბის სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის კვლე­ვა­სა და მა­თი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მათ შო­რის იყ­ვნენ ქა­ლე­ბი, იძ­ულ­ებ­ით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი, ახ­ალ­გაზ­რდე­ბი, უმ­უშ­ევ­არი პი­რე­ბი, ხან­დაზ­მუ­ლე­ბი, ერ­ოვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი, ე. წ. თურ­ქი მეს­ხე­ბი, მიგ­რან­ტე­ბი და სხვ. მი­სი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არა­ერ­თი სო­ცი­ალ­ური პროგ­რა­მა გან­ხორ­ცი­ელ­და, რა­მაც დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა სო­ცი­ალ­ური პრობ­ლე­მე­ბის შემ­ცი­რე­ბი­სა და მოწყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის მდგო­მა­რე­ობ­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის ლონგინოზ სუმბაძის შვილი. სო­ცი­ალ­ური ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი.

წყარო: Scientist Women – მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.comივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: