The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როზა გაფრინდაშვილი

როზა გაფრინდაშვილი
დაბადების თარიღი:18 დეკემბერი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს.

უნივერსიტეტის  დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა ამავე ფაკულტეტის ასპირანტურაში; იკვლევდა ზნეობის ფსიქოლოგიურ პრობლემებს; ასპირანტურაში სწავლის პერიოდში (1965-1968) მოამზადა და 1968 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "მორალურისა და ფსიქიკურის ურთიერთობის საკითხისათვის", რომელიც 1973 წელს გამომცემლობა "საბჭოთა საქართველომ" წიგნად გამოსცა; 1968-1980 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი, ლექციებს კითხულობდა ეთიკაში, ხოლო 1980 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, უძღვებოდა  შემდეგ სალექციო კურსებს: ფილოსოფია და ეთიკა, სამედიცინო ეთიკა, პიარი და ეთიკა, ფსიქოლოგიის ზოგადი საკითხები, სოციალური ფსიქოლოგია, სასამართლო ფსიქოლოგია, ვერბალური კომუნიკაციების ფსიქოლოგია, კონფლიქტის ფსიქოლოგია, რეკლამის ფსიქოლოგია, გამოყენებითი ფსიქოლოგია, სამედიცინო ფსიქოლოგია, ბავშვის ფსიქოლოგია, ბიზნესის ფსიქოლოგია; სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობასთან და ფინანსთა სამინისტროს გაზეთ "ფინანსებთან'; პარალელურად, ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში, იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის და სამეცნიერო-სადისერტაციო საბჭოს წევრი. ხანგრძლივი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისას რ. გაფრინდაშვილმა მოამზადა და გამოსცა სახელმძღვანელოები და დამხმარე სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები და ასზე მეტი სამეცნიერო სტატია. სოციალურ მეცნიერებათა კანდიდატი, ფსიქოლოგი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

წყარო: Scientist Women – მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: