შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თორნიკე გვენეტაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2012 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2014 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2014 წლიდან - თბილისის 161-ე საჯარო სკოლა, სამოქალაქო განათლების პედაგოგი; 2014-2015წწ. - გიორგი ტურაზაშვილის ადვოკატის კაბინეტი, ადვოკატის სტაჟიორი; 2015 წლიდან - თორნიკე გვენეტაძის საადვოკატო კაბინეტი, სისხლის სამართლის ადვოკატი; 2020 წლიდან - ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია, მოქალაქეობის პედაგოგი. სამეცნიერო ინტერესები: სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის საპროცესო სამართალი, სასჯელაღსრულების სამართალი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორის ასისტენტი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |