შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიამანანა ლორთქიფანიძის კვლევებმა საქართველოსა და კავკასიის გეოლოგიაში გეოდინამიკური ვულკანოლოგიის მიმართულებით მრავალი პრობლემა გადაწყვიტა. მისმა შრომებმა დიდი წვლილი შეიტანა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის გეოლოგიური აგებულების და ევოლუციის საკვანძო საკითხების გაშუქებაში. მანანა ლორთქიფანიძე აღიარებული იყო შუა აღმოსავლეთის, ევროპულ და ამერიკულ გეოლოგიურ სკოლებში, მათ შორის პიერ და მარი კიურის სახელობის პარიზის, კოლუმბიის (აშშ), ბარსელონის, სტამბულის, ყოფილი სსრკ-ს და სხვა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში. მანანა ლორთქიფანიძის კვლევები მრავალ საერთაშორისო რუსულ და ქართულ გამოცემებში გამოქვეყნდა: "Evolution of an Active Continental Margin as Exemplified by the Alpine History of the Caucasus" (co-authors: Sh. Adamia and G. Zakariadze), Tectonophysics, 40, 1977; "Tectonics of the Caucasus and Adjoining Regions: Implications for the Evolution of the Tethys Ocean" (co-authors: Sh. Adamia, T. Chkhotua, I. Shavishvili, G. Zakariadze) Journal of Structural Geology, London, volume 3, № 4, 1981; "Mesozoic-Cenozoic Magmatic Evolution of the Pontian-Crimean-Caucasian Region" (co-authors: B. Meliksetian, R. Djarbashian) Mémoire de la Sociéte Geologique de France, nouvelle séries, 154 (II), 1988, Paris. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თანამედროვე გეოლოგიური თეორიის – გლობალური ტექტონიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი საერთაშორისო მასშტაბით, მისი დამნერგავი და გამავრცელებელი როგორც საქართველოში, ისე ყოფილ საბჭოთა კავშირში და მის გარეთ. წყარო: Scientist Women – მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |