შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინე ღამბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი არქეოლოგის სპეციალობით 1983 წელს. 1976-1983წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ლაბორანტი; 1996 წელს მონაწილეობა მიიღო ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო არქეოლოგიურ ექსპედიციაში: ტროასა და ვანში (თურქეთი); 1983-2000წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უმცროსი, ხოლო 2003-2007წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2004-2014წწ. იყო ბოხუმის რურის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, სადაც კითხულობდა ლექციების კურსს - "საქართველოს არქეოლოგიასა" და "კავკასია ადრელითონების ხანაში"; 2007-2009წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ასოცირებული პროფესორი; მონაწილეობდა არაერთ არქეოლოგიურ ექსპედიციაში: 1983-1995წწ. იყო მესხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-2001წწ. სამცხე-ჯავახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი; 2002-2007წწ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე ბორჯომის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი; 2011 წელს ილმაზლოს არქეოლოგიური ექსპედიციის არქეოლოგი; 2013 წელს ჯავახეთის სადაზვერვო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი; 2014 წელს სამხრეთ კავკასიის მილსადენზე ორჭოსანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი; 2004-2014წწ. საყდრისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი; 2011 წელს იყო ქუთაისის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო ექსპოზიციის პრეისტორიული ბლოკის კონცეფციის კოორდინატორი, ხოლო 2012 წელს ახალციხის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის მუდმივი გამოფენის კოორდინატორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი; 2007 წლიდან არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, ხოლო 2012 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "სამცხე-ჯავახეთი ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებში". წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; Scientist Women – მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |