The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ლიაძე

დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1891
გარდაცვ. თარიღი:29 აპრილი, 1962  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გორის მაზრა.

დაამთავრა დონის (უკრაინა) პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მელიორატორის სპეციალობით.

1914–1918წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; ევალებოდა ფრონტის ჰიდროტექნიკის ორგანიზება სპარსეთისა და თურქეთის ტერიტორიებზე; მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის სისტემაში; 1918–1923წწ. იყო გორის წყალთა მეურნეობის სამმართველოს უფროსი; ხელმძღვანელობდა დოესი-გრაკლისა და სკრა-ქარელის არხების, კასპის რაიონში მტკვარზე ხიდის მშენებლობას; 1923–1933წწ. ტირიფონის სარწყავი სისტემის დაპროექტებასა და მშენებლობას  ტირიფონის ველზე, სოფელ ხურვალეთთან არსებული ისტორიული ძეგლის, თამარ მეფის დროინდელი "რუსხუმალას", ანუ მიწაყრილში გაყვანილი სარწყავი არხის მონაკვეთის აღდგენას; 1937–1950წწ. მუშაობდა ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტში, სადაც დიდი წვლილი შეიტანა მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში; 1950-1959წწ. "საქსახწყალპროექტში" მუშაობის დროს აქტიურად მონაწილეობდა სამგორის, აგრეთვე ტაშისკარისა და მუხრანის ველის სარწყავი სისტემების, კოლხეთის დაბლობზე დამშრობი არხების, ჭოროხისა და ცხენისწყლის მარეგულირებელი ნაგებობებისა და სოფლის წყალსადენების პროექტების შედგენაზე; 1959 წლიდან ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას. სამელიორაციო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.362

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: