The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბენედიქტ ლივშიცი

ბენედიქტ ლივშიცი
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1886
გარდაცვ. თარიღი:21 სექტემბერი, 1938  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მკვლევარი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოდესა.

1910 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები. პოეტური კრებულები 1911, 1914, 1922, 1928 გამოსცა. მის პოეზიაში ფრანგული სიმბოლიზმის გავლენას მოჰყვა ფუტურიზმით გატაცება. მოღვაწეობდა ვ. ხლებნიკოვთან, ვ. მაიაკოვსკისთან და სხვა პოეტებთან ერთად. ამ პერიოდის მისწრაფებანი გადმოსცა მოგონებათა წიგნში "თვალნახევრიანი მშვილდოსანი" (1933). 1930 წლიდან თავისი შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირა საქართველოს. დაიწყო ქართული ენის საფუძვლიანი შესწავლა, თარგმნა გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ. ლეონიძის, ნ. მიწიშვილის, კ. კალაძის ლექსები. საქართველოს მიუძღვნა ლექსების ციკლი "ქართველური საგალობლები" (გამოქვეყნდა 1964). ფუტურიზმის მკვლევარი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.368


გააზიარე: