Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ლილუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შუაგორა, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1949 წელს. 1958 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე; 1970–1993წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სამოქალაქო სამართლის განყოფილების გამგე; 1993–1994წწ. სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1995–2007წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1996–1998წწ. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი; 1998–2007წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მეცნიერ-კონსულტანტი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პროექტის შემმუშავებელი კომისიის, აგრეთვე სამართლის რეფორმის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. იურისტი (სამოქალაქო საპროცესო სამართალი). იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.375 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |