The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჩარა კიროვა-იუდინა

ჩარა კიროვა-იუდინა
Date of birth:1907  (119 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოდესა.

ოდესის ალექსანდრეს გიმნაზიაში სწავლის შემდეგ, ოქტომბრის რევოლუციის მოხდენის შემდგომ სწავლა განაგრძო შრომით სკოლაში.

1921 წელს იგი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა, 1927 წელს შევიდა უცხო ენების კურსებზე (ფრანგული ენა), 1929-1961 წლებში რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ტოპსი (ჰ. ბიჩერ-სტოუს "ბიძია თომას ქოხი"), მაჭანკალი (ნ. გოგოლის " რევიზორი"), ბეკი (მ. ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალი"), ვახუშტი (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), გერტა (ე. შვარცის "თოვლის დედოფალი"), სილვეტა (ედ. როსტანის "რომანტიკოსები"), კატა (ლ. მაკარიევის "ჩექმებიანი კატა"), მალვინა (ა. ტოლსტოის "ოქროს გასაღები"), სმერალდა (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), ვანია სონცევი (ვ. კატაევის "პოლკის (ლეგიონის) შვილი"), ჩიპოლინო (ჯ. როდარის "ჩიპოლინოს თავგადასავალი"), რადიკი (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), ბლიუმა (ა. ბრუნშტეინის "ცისფერი და ვარდისფერი"), გიაცინტა (მოლიერის "სკაპენის ოინები") და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.101; მსახიობი შორეული ბავშვობიდან : საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის ჩარა კიროვას დაბადების 80 წლისთავის გამო / ნ. ჯაფარიძე // თეატრალური მოამბე. -თბილისი, 1988. - N1. - გვ.92-93

Awards and Honors

  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: