The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეპიფანე (დეკანოზი)

ეპიფანე
ოფიციალური სახელი:ეპიფანე ჯაოშვილი
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:1931  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თელავის ძველი სასაფლაოს ეზო, ეკლესიის გვერდით.
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგოზეთი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია.

მოღვაწეობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ეკონომის (პრორექტორი) თანამდებობაზე. ეპიფანე ჯაოშვილი იყო 1917 წლის 17 სექტემბრის პირველი საეკლესიო კრების მდივანი და საკათალიკოსო საბჭოს წევრი. საქართველოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დეკანოზ ეპიფანე ჯაოშვილს დაავალეს მიწების ყიდვა ახალი სასულიერო სემინარიის, ლაზარეთის, სამრეკლოსა და სალოცავის ასაშენებლად. დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი, იყო ამ ტაძრის წინამძღვარი და სასულიერო სემინარიის პრორექტორი. 1902 წელს დაიწყო ტაძრის მშენებლობა პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრ როგოისკის პროექტით. 1906 წლიდან სალოცავი უკვე მოქმედი იყო. აქ იყო სემინარია. ეკონომი (პრორექტორი) ასწავლიდა საღვთო რჯულსაც. ეპიფანე ჯაოშვილის თანამედროვეები იყვნენ იპოლიტე ვართაგავა და ვასილ ბარნოვი, რომლებიც მასთან ერთად იღვწოდნენ მომავალი თაობის აღსაზრდელად. ცნობილია, რომ მან უნიკალური ბიბლიოთეკაც დააარსა, როცა რევოლუციური პერიოდი დაიწყო და არეულობამ იმატა, უკმაყოფილების ტალღამ იქამდეც მოაღწია. სემინარიის სტუდენტებს არ უყვარდათ თავიანთი რეაქციონერი რექტორი ჩუდეცკი. მშვიდობისმოყვარე ეპიფანე ჯაოშვილი ყოველთვის შუამავალი იყო სტუდენტებსა და რექტორს შორის. 1912 წელს იგი ღვინის პირველ ქარხანასთან სემინარიის რექტორთან ერთად მოდიოდა ფაეტონით. შეიარაღებული სტუდენტები დახვდნენ ქუჩის ორივე მხარეს. ისინი არ ელოდნენ ეპიფანეს, ამიტომ მკვლელი ახტა ეტლზე და ისე დაახალა ტყვია რექტორს. ეპიფანე ჯაოშვილი ალავერდის ეპარქიაში, თელავში, ფერისცვალების საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. იმ პერიოდში მრავლად იყო გაუქმებული ტაძარი, მაგრამ ეს ეკლესია მოქმედი გახლდათ. ეპიფანე ჯაოშვილი ღამით ურმით მიდიოდა ხოლმე და დანგრეული ტაძრებიდან მოჰქონდა ხატები, რომლებსაც საგანგებოდ შერჩეულ სამალავში ინახავდა. ბოლშევიკებმა რამდენჯერმე დააპატიმრეს კიდეც. ჯერ მეტეხის ციხეში იყო, მერე - ნარიყალაში. ეპიფანე ჯაოშვილი სარწმუნოებას შეეწირა. 1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა: მიტროპოლიტ ნაზართან ერთად მოკლულთა სახით კანონიზებულ იქნას საქართველოში, ეკლესიისა და ერისათვის ურწმუნოთაგან მოკლული ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი და ეწოდოთ მათ სახელად ახალმოწამენი, მათ შორის მოხსენიებულია დეკანოზი ეპიფანე ჯიოშვილი.

წყარო: გული ქრისტესთვის განმზადებული / შემდგ.-გამომც. დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე. თბ., 2007; მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე": karibche.ambebi.ge; ჯაოშვილების საგვარეულო კავშირი: facebook.com; ქრისტეს მხედარი : დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი/ ეთერ ხომიზურაშვილი თბილისი, 2012.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1902-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილება , ნამდვილი წევრი (1913-)

გააზიარე: