Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი (არქიმანდრიტი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხობი. დაამთავრა სენაკის სასულიერო სასწავლებელი 1899 წელს. 1893-1910 წლებში იყო ხობის მონასტერში, 1912-1917 წლებში ხობის მონასტრის ბერ-მონაზონი, 1917-1938 წლებში ხობის მონასტრის იღუმენი, 1938 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ხობის მონასტერის წინამძღვარი. ბოლშევიკებმა ფიზიკური შეურაცხყოფით მონასტრიდან გააძევეს ბოლო წინამძღვარი, არქიმანდრიტი ალექსი მირცხულავა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში წირვა-ლოცვა აუკრძალეს, იგი ფარულად ასრულებდა საეკლესიო წესებს და სიცოცხლის ბოლომდე არ მიუტოვებია მონასტრის შემოგარენი, დაუღალავად იღვწოდა მის გადასარჩენად. დადიოდა ხალხში, ქადაგებდა, ჰქონდა ურთიერთობა ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებელ აკაკი ჭანტურიასთან. შემორჩენილია მამა ალექსის წერილები მისდამი, რომლებშიც დაჟინებით მოითხოვდა, რომ ტაძრის გასაღები მას ჰქონდეს და სხვას არ გადასცეს, თორემ რაც არის დარჩენილი, ისიც განადგურდება. მამა ალექსი გარდაიცვალა 1962 წელს და დაკრძალულია მონასტრის სამრეკლოში. მისი მოღვაწეობა ამ მონასტერში ერთგვარი გმირობაა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა აქაურთა გულსა და გონებაში. ხობის მონასტრის ბოლო არქიმანდრიტი. წყარო: გული ქრისტესთვის განმზადებული / შემდგ.-გამომც. დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე. თბ., 2007; მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე": karibche.ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |