შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგეი გოროზია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სერგეი გოროზია იზრდებოდა გალში, სოფელ საბერიოში. 2008 წლის იანვრიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში. კაპრალი სერგეი გოროზია 2008 წლის 7 აგვისტოდან მივლინებული იყო ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შესასრულებლად. 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალის შესასვლელთან სერგეი გოროზია საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა მოწინააღმდეგესთან პოზიციურ ბრძოლებში. დახლოებით 13:00 საათზე, მოწინააღმდეგის მხრიდან ავიაციის მიერ მოხდა მათი საბრძოლო პოზიციების დაბომბვა, რა დროსაც აფეთქებული ჭურვის ნამსხვრევით სერგეი გოროზია ადგილზე გარდაიცვალა. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.11-13 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |