The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგა აბრამიშვილი

გოგა აბრამიშვილი
დაბადების თარიღი:1967
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2008  (41 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

1985 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, მეორე კურსიდან მსახურობდა ჯარში.

გ. აბრამიშვილისთვის აგვისტოს ომი პირველი არ იყო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კლინიკურ ორდინატურაში ჩააბარა ქირურგიის განხრით, მუშაობდა ქირურგად ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შემდეგ პოლიკლინიკაში, მერე გვარდიაში გადაიყვანეს, სადაც საველე სამედიცინო ბატალიონის უფროსი იყო. მუშაობდა ასევე ეუთოში. 2008 წლიდან იყო გორის ჰოსპიტალში ტრავმატოლოგი. მან ევაკუაციის პირობებშიც კი არ მიატოვა გორის ჰოსპიტალი, იგი 11 აგვისტოს დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა. მას ომში იარაღით არ უბრძოლია, მაგრამ მთელი სიმამაცით და თავგანწირვით იბრძოლა. არაერთი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა და გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დატოვა – ვიდრე ნაღმის ანასხლეტმა არ იმსხვერპლა. გორის სამხედრო ჰოსპიტალი და სიღნაღში ქუჩა, სადაც გოგა აბრამიშვილმა ბავშვობა გაატარა, მისი სახელობისაა. 

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.21-22


გააზიარე: