შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესიკ ტეტელოშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის უცხოური ენების განყოფილება გერმანული ენის სპეციალობით 1991 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1993 წელს; დოქტორანტურა 2022 წელს. 1993-1995წწ. - თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; 1993-1995წწ. - საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისა და მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური, იურიდიული სამმართველო, მთავარი სპეციალისტი; 1995-1996წწ. - ავსტრია-საქართველოს ერთობილივი საწარმო "მეტეხი", იურიდიული სამსახური, იურისტი; 1996-2000წწ. - შპს "ივერია-პლიუსი", იურიდიული სამსახური, იურისტი; 2000-2005წწ. - იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; 2001-2012წწ. - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; 2001-2004წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალი, იურიდიული ფაკულტეტი, დეკანის მოადგილე; 2004-2006წწ. - დეკანი; 2011-2019წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის / სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; 2013-2019წწ. - თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, მოწვეული ლექტორი; 2013-2015წწ. - თბილისის ბიზნესისა და მენეჯმენტის აკადემია, ბიზნესის ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; 2014-2018წწ. - შსს-ს აკადემია, სამართლის სკოლა, მოწვეული ლექტორი; 2016-2017წწ. - ევროპის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, მოწვეული ლექტორი; 2018-2020წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასისტენტი. მისი კვლევის სფეროა: კერძო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, შრომის სამართალი, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. სამართლის დოქტორი. სადისერტაციო ნარომი - "სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება - წარმოშობის საფუძვლები და მხარეთა უფლება-მოვალეობანი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიმართება მისი მოწესრიგების თანამედროვე ტენდენციებთან)", დაიცვა 2022 წელს. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |